სირიის გამო „დიდი შვიდეული“ რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს

სირიის კონფლიქტში რუსეთის პოზიციის გამო, „დიდი შვიდეული“ მოსკოვზე ზეწოლას აძლიერებს. ეს საკითხი მთავარია იტალიის ქალაქ ლუკში  G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
„დიდმა შვიდეულმა“ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს, რათა მან ბაშარ ასადის მხარდაჭერა შეწყვიტოს“.  ამის შესახებ შეხვედრაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა.
შეხვედრის დაწყების წინ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთს სირიის გამო ახალი სანქციები უნდა დაუწესდეს. მისი განცხადებით „ტირანმა ასადმა  არა მარტო სირიის უდანაშაულო მოსახლეობა, არამედ რუსეთის რეპუტაციაც მოწამლა“.
შეხვედრაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მონაწილეობდა, რომელიც შემდეგ  მოსკოვში გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები