საფრანგეთში მიგრანტების ბანაკი მთლიანად დაიწვა (ფოტოკოლაჟი)

საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, დიუნკერკის მახლობლად მიგრანტებმა ბანაკი მთლიანად გადაწვეს. Le Figaro–ს ინფორმაციით, ხანძარს წინ უძღოდა დაპირისპირება ქურთ და ავღანელ მიგრანტებს შორის.
ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. 6 ადამიანს კი ცივი იარაღით ჭრილობები აქვს მიყენებული. პოლიცია სიტუაციის გაკონტროლებას შეეცადა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა.
“როიტერის” ინფორმაციით, ავღანელ და ქურთ მიგრანტებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც კალეს მახლობლად საფრანგეთის ხელისუფლებამ მიგრანტების ბანაკი დაანგრია, რომელსაც „ჯუნგლებს“ უწოდებდნენ. ამის შემდეგ ავღანელი მიგრანტები გრანდ-სინდის ბანაკში გადაასახლეს, სადაც ქურთები ცხოვრობდნენ.
ხანძრის შემდეგ მისი 1500-მდე მობინადრის ევაკუაცია მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები