თურქეთში აფეთქება მოხდა

თურქეთის ქალაქ დიარბაკირში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. თვითმხილველები იუწყებიან, რომ აფეთქების ადგილზე დიდი რაოდენობის სწრაფი დახმარების მანქანებია მობილიზებული.
აფეთება ბაგლარის რაიონში მოხდა. ამავე რაიონში ნოემბერში ‘‘ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ ტერაქტი მოაწყო.
დიარბაკირის პროვინცია თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და აქ, ძირითადად, ქურთები ცხოვრობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები