შენობის ჩამონგრევის შედეგად მეხიკოში 7 ადამიანი დაიღუპა

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მშენებარე პარკინგის ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
შენობა იმ მომენტში ჩამოინგრა, როდესაც მუშები ერთ-ერთი სამაგრის მონტაჟს აწარმოებდნენ. ამ დროს ბეტონის ფილები ჩამოიშალა და მის ქვეშ მუშები მოყვნენ.
მაშველები ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, 20-ზე მეტი ადამიანი იყოს მოყოლილი, ასე რომ მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები