კიევში აფეთქება მოხდა (ვიდეო)

 კიევის ცენტრში ღამით დაუდგენელმა პირებმა ვლადიმერის ქუჩაზე ერთ-ერთ სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს.
ამის შესახებ კიევის ნაციონალური პოლიციის წარმომადგენელი ოქსანა ბლიშიკი იუწყება. მისი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად შენობა და მის გვერდით მდგარი ავტომობილები დაზიანდა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ, რომლებმაც სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „სხვისი ქონების განზრახ განადგურების“ მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები