ფხენიანი: აშშ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ აგრესიას გეგმავს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, აშშ ამ ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას ამზადებს. “ის ფაქტი, რომ ავიამზიდი „კარლ ვინსონი“ კორეის ნახევარკუნძულს უახლოვდება, მეტყველებს იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის შეჭრის გეგმამ სერიოზულ ფაზას მიაღწია“ – აცხადებენ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
9 აპრილს აშშ-ის ფლოტის ესკადრამ ავიამზიდ „კარლ ვინსონის“ ხელმძღვანელობით წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში გადაადგილდა. როდესაც ხომალდები სინგაპურს უახლოვდებოდნენ, მათ მოულოდნელად ბრძანება მიიღეს, კურსი შეცვალეს და კორეის ნახევარკუნძულს მიუახლოვდნენ. ავიამზიდის გარდა დაჯგუფებაში შედის ასევე ორი კრეისერი და ორი საესკადრო ნაღმოსანი, რომლებიც რაკეტებით არიან აღჭურვილები.
როგორც აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის სარდლის პრესმდივანმა დევიდ ბენჰენმა განაცხადა, ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით გადაადგილება „არის მუდმივი მზადყოფნის დემონსტრირება, ვინაიდან ჩრდილოეთ კორეა დღესაც არის რეგიონში ნომერ პირველი საფრთხე თავისი უპასუხისმგებლო და საშიში მოქმედებების გამო“.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ ბოლო თვეებში ბალისტიკური რაკეტების რამდენიმე ცდა ჩაატარა და ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობას განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები