ალაბამის გუბერნატორი სექსუალური სკანდალის გამო გადადგა

აშშ-ის ალაბამის შტატის გუბერნატორი რობერტ ბენტლი სექსსკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ბენტლის თავის ქვეშევრდომთან, რებეკა მეისონთან ინტიმურ კავშირს აბრალებენ.
გუბერნატორი ჯერ კიდევ 2016 წელს აღიარებდა, რომ თავის პოლიტიკურ მრჩეველს, რებეკა მეისონს ინტიმური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა. ამასთანავე ბენტლი უარყოფდა, რომ მას და რებეკას სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ.
ალაბამის წარმომადგენელთა პალატის მოსამართლეთა კომიტეტმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნდა მოხსენება, რომლის მიხედვით, გუბერნატორი თავისი ქვეშევრდომებისგან „არასათანადო მოქცევის“ დამალვას მოითხოვდა.
პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევის გარდა , ბენტლის კიდევ რებეკა მეისონისთვის საარჩევნო ფონდიდან თანხების გადახდაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები