მსოფლიოში სიკვდილით დასჯის ფაქტები შემცირდა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის ინფორმაციით, მსოფლიოში სიკვდილით დასჯის ფაქტები შემცირდა. კერძოდ, 2016 წელს ამ მონაცემმა 2015 წელთან შედარებით 37$-ით იკლო.
თუ 2015 წელს მსოფლიოში სიკვდილით 1634 ადამიანი დაისაჯა, 2016 წელს სიკვდილით დასჯილთა რაოდენობა 1032 იყო. პირველ რიგში, იკლო სიკვდილით დასჯის რაოდენობამ ირანსა და პაკისტანში.
Amnesty International-ი ამ მონაცემებში არ გულისხმობს ჩინეთში სიკვდილით დასჯილთა რაოდენობას, ვინაიდან ამ ქვეყნიდან ოფიციალური მონაცემები არ არსებობს.  თუმცა ცნობილია, რომ ჩინეთში მეტ ადამიანს სჯიან სიკვდილით, ვიდრე ყველა დანარჩენ ქვეყანაში ერთად.
ამჟამად მსოფლიოს 104 ქვეყანაში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია. აშშ-ში ის ზოგიერთ შტატში მოქმედებს, ზოგიერთში კი გაუქმებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები