ავღანეთში მოკლეს ტერორისტი, მეტსახელად „ლომი“

ავღანეთის უშიშროების ძალებმა ტერორისტი, მეტსახელად „ლომი“ მოკლეს. ის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. „ბოევიკი“ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში იქნა ლიკვიდირებული. ამის შესახებ სააგენტო „აპა“ იუწყება.
„ისლამური სახელმწიფოს“ მაღალჩინოსანი, კარი შერ მუჰამედი, მეტსახელად „ლომი“ ქალაქ საიადის მახლობლად მოკლეს. მასთან ერთად, კიდევ სამი „ბოევიკი“ იყო ლიკვიდირებული“, – იუწყება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მუჰამედ ზაჰირ ვახდათი.
9 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში ამერიკელი სპეცრაზმელი დაიღუპა. ის „ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაციაში მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები