The Independent: სირიაზე სარაკეტო იერიშის აუცილებლობაში დონალდ ტრამპი მისმა ქალიშვილმა დაარწმუნა

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ძალებზე სარაკეტო იერიშის აუცილებლობაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისმა ქალიშვილმა დაარწმუნა, ამის შესახებ გამოცემა “The Independent”-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ივანკა ტრამპი შეშფოთებული იყო იდლიბის პროვინციაში  ქიმიური იარაღის დარტყმის შემდეგ გავრცელებული კადრებით. წყაროს ცნობით, ამან გავლენა იქონია თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის გადაწყვეტილებაზე და აშშ-ის რეაქცია „მოსალოდნელზე უფრო ძლიერი“აღმოჩნდა.
სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ხომალდებიდან ამერიკელებმა ტომაჰავკის ტიპის 59 რაკეტა გამოუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები