სამხრეთ კორეა და ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, გაეროს მიერ სანქციების დაწესებას მხარს დაუჭერენ

სამხრეთ კორეა და ჩინეთი შეთანხდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების ცდების გაგრძელების შემთხვევაში გაეროს უშიშროების საბჭომ მის წინააღმდეგ მკაცრი ზომები უნდა განახორციელოს. ამის შესახებ სააგენტო „რენჰაპი“ იუწყება. სეულში დღეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება გაიმართა. მასში სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი კიმ ხონ გიუნი და ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი უ დავეი მონაწილეობდა. სამხრეთ კორეა კვლავ მოითხოვს ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო THAAD-ის ტიპის სისტემების განთავსებას. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ კორეის სანაპიროსთან სამხედრო-საზღვაო ძალების რაოდენობა გაზრდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები