ალექსეი ნავალნი ციხიდან გაათავისუფლეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც 26 მარტს არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს, დღეს ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნავალნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლეონიდ ვოლკოვმა აცნობა.
ნავალნის სასამართლომ 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მისი მომხრეები 26 მარტს მოსკოვის ცენტრში ანტიკორუფციულ აქციაში მონაწილეობდნენ. 15 დღით დაკავების გარდა, ნავალნის 20 ათასი რუსული რუბლის ჯარიმაც დაეკისრა.
საპროტესტო აქციები მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში ალექსეი ნავალნის საგამოძიებო ფილმი გავრცელდა. ფილმში ნაჩვენები იყო რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის უძრავი და მოძრავი ქონება, რომელსაც ის ფლობს რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები