არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, პროტესტის ნიშნად, საკონსტიტუციო კომისიას ტოვებს

“​არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, პროტესტის ნიშნად, საკონსტიტუციო კომისიას ტოვებს”, – ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე „მოძრაობა ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იწყებენ ზეპარტიულ, ინტერპარტიულ კონსტიტუციურ მოძრაობას კონსტიტუციის დასაცავად. მაჭუტიძემ კოლეგებს მოუწოდა, საკონსტიტუციო კომისიას გაემიჯნონ.
„ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმის რეალური მიზანია არაფორმალური მმართველობის გავრცობა, სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუციების შთანთქმისა და მოქალაქეების პოლიტიკური უფლების მოსპობის ხარჯზე,“ – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
​მისივე თქმით, კონსტიტუციური ცვლილებებით, უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, ეროვნული უშიშროების საბჭო.
„ხელისუფლება და ეს საკონსტიტუციო კომისია სპობს კონსტიტუციას,“ – აღნიშნა ნიკა მაჭუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები