ანი მიროტაძე: პრეზიდენტის გამოსვლაში ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით, უფრო მეტი კონკრეტიკა იყო საჭირო

“პრეზიდენტს უნდა გეკეთებინა მკაფიო განცხადებები”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ წევრმა, ანი მიროტაძემ განაცხადა. მიროტაძეს მიაჩნია, რომ მარგველაშვილის გამოსვლას პარლამენტში კონკრეტიკა აკლდა და საკუთარი ამომრჩევლისთვის პრობლემების გადაჭრის მეტი გზები უნდა შეეთავაზებინა.
„პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში არ იყო მკაფიო, ის თემები, რაზეც მან ისაუბრა და ის პრობლემები ყველამ ვიცით, პრეზიდენტის გამოსვლაში მეტი კონკრეტიკა იყო საჭირო, მას უნდა გაემახვილებინა ყურადღება ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ არსებულ საფრთხეებზე . ის, რომ მან ამ გამოსვლით თუნდაც საარჩევნო კამპანია აწარმოა, დანაშაულად არ მიმაჩნია, თუმცა ვთვლი, რომ ამომრჩევლისთვის მას პრობლემების გადაჭრის გზებზე უნდა ესაუბრა“, -განაცხადა ანი მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ანი მიროტაძე თვლის, რომ საქართველოს პირველი პირის არჩევაში უნდა მონაწილეობდეს ხალხი, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ცვლილების შესახებ ხელისუფლების ინიციატივა კონკრეტულად გიორგი მარგველაშვილს არ უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები