ანი მიროტაძე: საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში უნდა იყოს ჩანაწერი

“იმ ვითარებაში, რაც დღეს ქვეყანას აქვს საფრთხის თვალსაზრისით, საჭიროა მკაფიო საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ჩანაწერის არსებობა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “ეროვნული ფორუმის“ წევრმა, ანი მიროტაძემ განაცხადა.
მიროტაძე თვლის, რომ ქვეყანამ საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, საკუთარი მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
„მიმაჩნია, იმ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაშია,როცა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეფერენდუმს გვიტარებენ და ტერიტორიები დაკარგული გვაქვს, კონსტიტუციაში უნდა იყოს ჩანაწერი საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით და უნდ იყოს მკაფიოდ გამოხატული, რომ საქართველოსთვის ერთადერთი ინტერესი ევროპასთან ინტეგრაციაა“, – განაცხადა ანი მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები