გიორგი ალიბეგაშვილმა და რიმა ბერაძემ დიასპორების ახალგაზრდა წარმომადგენლები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ თბილისში არსებული დიასპორების ახალგაზრდა წარმომადგენლებს, რომლებმაც საკრებულოში სამთვიანი სტაჟირება გაიარეს, სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრაზე გიორგი ალიბეგაშვილმა და რიმა ბერაძემ სტუდენტებთან ერთად პროექტისმიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, სტაჟირებაწარმატებით გაიარეს, რაც მათ სხვადასხვა თეორიული თუ პრაქტიკული უნარ-ჩვევისგანვითარებასა და მომავალი საქმიანობის სწორად არჩევაში დაეხმარება.
პროექტი თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება — დემოკრატიულისაქართველოსა“ და საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციოსაბჭოს ინიციატივით გახორციელდა.
ასირიული, სომხური, აზერბაიჯანული, უკრაინული და რუსული დიასპორისწარმომადგენლებმა სტაჟირების ფარგლებში პრაქტიკა, საკრებულოს სხვადასხვაგანყოფილებაში გაიარეს. სტუდენტებმა საკრებულოს საქმიანობის შესახებ მიიღესინფორმაცია, ასევე, გაეცნენ საჯარო სამსახურში მუშაობის სპეციფიკას დათვითმმართველობის ფუნქციებს.
პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ სტაჟირებას ეროვნული უმცირესობისწარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ახალი ჯგუფი შეუდგება.
შეხვედრას ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები