ბორის ჯონსონი სირიის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მოითხოვს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „დიდ შვიდეულს“ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ჯონსონი “დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს G7-ის შეხვედრაზე მიმართავს.
ჯონსონმა ეს სირიის ქალაქ იდლიბში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიურ შეტევას დაუკავშირა. აშშ-მა და დასავლეთმა ამაში ასადის რეჟიმი დაადანაშაულეს. გარდა მისა, “დიდმა შვიდეულმა”, ჯონსონის თქმით, ერთობლივი განცხადება უნდა მიიღოს და რუსეთს სირიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა მოსთხოვოს.
G7-ის მინისტრების შეხვედრა, დღეს, იტალიის ქალაქ ლუკში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები