სომალიში მომხდარ ტერაქტს თანამდებობის პირი შეეწირა

სომალის დედაქალაქში ავტომობილის აფეთქების შედეგად თანამდებობის პირი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება. სომალის ხელისუფლების ინფორმაციით, „ეს ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც მთავრობაში მუშაობდა“.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ბომბი ამ პირის ავტომობილში იყო დამონტაჟებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
სომალის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ეს ტერორისტული თავდასხმა, ისევე როგორც წინა ტერაქტების უმეტესობა, დაჯგუფება აშ-შაბაბმა მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები