უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ვალერია გონტარევამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„მე უკრაინის პრეზიდენტს გადადგომის განცხადებით მივმართე. 10 მაისიდან თანამდებობას ვტოვებ და ამის შესახებ უმაღლეს რადას 1 თვით ადრე ვაცნობე“, – განაცხადა გონტარევამ.
მისივე თქმით, პირველად უკრაინის ისტორიაში, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი თანამდებობას პოლიტიკური მიზეზებით არ ტოვებს. მან იმედი გამოთქვა, რომ მისი მემკვიდრე ასევე „პოლიტიკურად დამოუკიდებელი ფიგურა იქნება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები