პეკინში ხელისუფლება ჯაშუშების შესახებ ინფორმაციისთვის 72 ათას დოლარს გადაიხდის

ჩინეთის დედაქალაქ პეკინის მუნიციპალიტეტმა უცხოელი ჯაშუშების შესახებ ინფორმაციისთვის 72 ათასი დოლარის ჯილდო დააწესა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
კერძოდ, სახელმწიფო უშიშროების პეკინის მუნიციპალურმა ბიურომ „ცხელი ხაზი“ აამოქმედა, რომლითაც მოქალაქეები ინფორმაციის მიწოდებას შეძლებენ და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაბამისი ჯილდო დაწესდება.
„პეკინში უცხოური სპეცსამსახურები სხვადასხვა ოპერაციებს ახორციელებენ – ესენია აგენტების ჩანერგვა, კონფლიქტების პროვოცირება, ინფორმაციის მოპარვა და სხვა“, – აცხადებენ ამ უწყებაში.
ასევე, ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ შეცდომებისთვის ინფორმატორებს არ დასჯის, მაგრამ ცრუ ინფორმაციის მიმწოდებლებს გააკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები