ეგვიპტის პრეზიდენტმა ქვეყანაში 3 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ეგვიპტის პრეზიდენტმა, ფატახ ას-სისიმ ქვეყანაში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კვირას ორ ქრისტიანულ ეკლესიასთან მომხდარი ტერაქტების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ტანტაში ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად მისული 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ალექსანდრიაში მომხდარი აფეთქების შედეგად – 16 ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელია, რომელმაც თვითმკვლელ ტერორისტს ეკლესიაში შესვლის უფლება არ მისცა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერაქტი დაგმო რომის პაპმა ფრანცისკემ, რომელიც აპრილის ბოლოს ეგვიპტეში ჩასვლას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები