თურქეთში ავტოავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, 6 კი – დაშავდა.
დაღუპულის ცხედარი საქართველოში უკვე გადმოასვენეს.
დაშავებულები რიზეს საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. იქ იმყოფებოდა საქართველოს კონსული.
სამგზავრო მიკროავტობუსი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები