ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვისტი“ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით წერს.
ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ამჟამინდელ ე.წ. პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს ამომრჩეველთა 45.8%-მა დაუჭირა მხარი, მის ოპონენტ ანატოლი ბიბილოვს კი 36.9%-მა. რაც შეეხება მესამე ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატ ალან გაგლოევს, ეგზიტპოლის თანახმად, მან ხმების 16,8% დააგროვა.
ამასთან, რეგიონის მცხოვრებლებმა დე ფაქტო პრეზიდენტთან ერთად, ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევისა და „ალანიის რესპუბლიკად“ მოხსენიების შესახებ, რეფერენდუმზე გატანილ საკითხსაც უყარეს კენჭი.
ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლას ე.წ. რეფერენდუმზე 81,5 %-მა დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები