სომალის დედაქალაქში ტერაქტს 15 ადამიანი ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, სამხედრო ბაზასთან აფეთქება მოხდა. ტერაქტის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. “ალჯაზირას” ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მიკროავტობუსი განადგურდა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყავდა. მასში მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.
სომალის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. ტერორისტის სამიზნე ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „აშ-შაბაშმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები