ალექსანდრიის პატრიარქის ფოტოები ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შემდეგ (ფოტოკოლაჟი)

ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში მდებარე კოპტურ ტაძარში მომხდარი თავდასხმის დროს, წმინდა მარკოზის სახელობის ეკლესიაში სრულიად აფრიკისა და ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი თეოდორე მეორე იმყოფებოდა, რომელმაც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებული მსახურება ჩაატარა.
მედიაში პატრიარქის ამსახველი ფოტოები გავრცელდა, რომელიც ეკლესიაში, თავდასხმის შემდეგაა გადაღებული.
ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში, წმინდა მარკოზის სახელობის კოპტურ ეკლესიასთან მომხდარი თავდასხმის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა და 66 დაშავდა. მანამდე თავდასხმა მოხდა ტანტის წმინდა გიორგის სახელობის კოპტურ ტაძარში, რასაც 26 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.
ეგვიპტეში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები