ეგვიპტის კოპტურ ეკლესიაში აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა 

ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში, ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 40 ადამიანი.
აფეთქება ქალაქ ტანტაში, წმინდა გიორგის სახელობის კოპტურ ტაძარში მოხდა, სადაც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებული მსახურება მიმდინარეობდა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია. უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები