ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი იმართება

ოკუპირებულ ცხინვალში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი იმართება. ე.წ. რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს, ეწოდება თუ არა „სამხრეთ ოსეთს“ „სახელმწიფო ალანია“.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს: „მოქმედი პრეზიდენტი“ ლეონიდ თიბილოვი, ე.წ. პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი და ადგილობრივი „კაგებე“-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე და რეფერენდუმზე ხმის მიცემა 77 საარჩევნო უბანში იქნება შესაძლებელი. 72 საარჩევნო უბანი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაიხსნა. ერთი საარჩევნო უბანი მოსკოვში „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საელჩოში გაიხსნება, კიდევ ერთი უბანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საელჩოში, ხოლო დანარჩენი სამი საარჩევნო უბანი კი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
როგორც ე.წ. ცესკოში აცხადებენ, პროცესს 80-მდე დამკვირვებელი აკვირდება,მათ შორის არიან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის, თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები