აზერბაიჯანში მასწავლებლებისთვის ხელფასის გაზრდა იგეგმება

აზერბაიჯანში, მომავალი წლიდან, 45 ათას მასწავლებელს ხელფასი მოემატება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, ეშგი ბაგიროვმა განაცხადა.  მისი განცხადებით, ხელფასი იმ პედაგოგებს გაეზრდებათ, რომლებიც სპეციალურ გამოცდას ჩააბარებენ.
სასერტიფიკაციო გამოცდა, აზერბაიჯანის სხვადასხვა რაიონში აპრილში და მაისში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს საიტზე განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები