თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სამხედრო ოპერაციას სირიაში დადებითად აფასებს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება აშშ-ის მიერ სირიაში სარაკეტო დარტყმებს. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ“ იუწყება.
„თურქეთი მხარს დაუჭერს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია დამნაშავეთა დასასჯელად, ეს აჩვენებს, რომ მსგავსი დანაშაული დაუსჯელი მომავალშიც არ დარჩება“, – წერია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ასევე, სააგენტო “როიტერი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ თურქეთი სირიაში საჰაერო მიმოსვლისთვის დახურული ზიანს შექმნას მიესალმება, რათა ასადის რეჟიმმა მომავალში მსგავსი დანაშაულები არ ჩაიდინოს.
ცნობისთვის, იდლიბის პროვინციაში 4 აპრილს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისას, ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად, 72 ადამიანი, მათ შორის, ქალები და ბავშვები დაიღუპნენ.
წუხელ ღამით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ამერიკელმა სამხედროებმა სირიის შაირათის აეროდრომზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 5 და დაიჭრა 7 სირიელი სამხედრო. შაირათის ბაზა პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა.
რუსეთის პრეზიენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამ ფაქტს სირიის წინააღმდეგ მიმართული აგრესია უწოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები