დიდი ბრიტანეთი სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედებას მხარს უჭერს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ის შეერთებული შტატების მიერ სირიაში ასადის ძალების სამხედრო ბაზის დაბომბვას მხარს უჭერს, რაც იდლიბში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ მოხდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„ეს არის სრულიად ადეკვატური ქმედება, რომელიც  სირიის რეჟიმის მიერ ამ ბარბაროსული აქციის საპასუხოდ განხორციელდა.  ამის მიზანი მომავალში მსგავსი აქციების დაუშვებლობაა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
აშშ-მა წუხელ ღამით საბრძოლო ხომალდებიდან სირიის სამთავრობო ძალები ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა. დარტყმა ქალაქ ჰომსის მახლობლად მდებარე შაირათის ავიაბაზაზე განხორციელდა.
ამ ავიაბაზიდან 3 დღის წინ სირიის ავიაციამ იდლიბის პროვინციაში ქალაქ ხან-შეიხუნზე განახორციელა დაბომბვა და ამისთვის ავიაცია გამოიყენა. დაბომბვის შედეგად, 72 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
თვითმხილველები იუწყებიან, რომ თვითმფრინავებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ეს თურქეთში ჩატარებულმა გვამების ექსპერტიზამაც დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები