ვენესუელაში დემონსტრანტებს და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა – პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა (ფოტოკოლაჟი)

ვენესუელაში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს. პოლიციელებმა მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

ოპოზიცის წარმომადგენლებმა კარაკასთან ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

ვენესუელის ოპოზიცია პრეზიდენტ მადუროს ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაში ადანაშაულებს, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლები მას ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებაში ადანაშაულებს.

საპროტესტო აქციები კარაკასში და ვენესუელის სხვა ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები