საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში მივიდა

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტში, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკვე მივიდა. საკანონმდებლო ორგანოში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. გიორგი მარგველაშვილი საზოგადოების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. პრეზიდენტის გამოსვლა 12:00 საათისთვის არის დანიშნული.
მოხსენების შემდეგ 2-საათიანი შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც დებატების ფორმატში, დეპუტატების გამოსვლები დაიწყება.
პარლამენტის ბიუროს 3 აპრილის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრებისათვის, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ არიან გაერთიანებული, გათვალისწინებულია 5-5 წუთი. ამის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა უმრავლესობისა და უმცირესობის პარლამენტს გარეთ არსებულ ფრაქციებს (”ნაციონალური მოძრაობა” და ”საქართველოს პატრიოტები”) დაეთმობა – მათთვის გათვალისწინებულია 15-15 წუთი. საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, ისევე, როგორც უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, გათვალისწინებულია 10-10 წუთი. ამის შემდეგ, უმცირესობას და უმრავლესობას ცალ-ცალკე 45-45 წუთი დაეთმობა, ხოლო შემდეგ გამოვლენ ვიცე-სპიკერები 10-10 წუთით.
ბოლოს, ტრიბუნას პარლამენტის თავმჯდომარე დაიკავებს, რომლის გამოსვლისთვისაც გათვალისწინებულია 15 წუთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები