ასტრახანში, რუსეთის გვარდიის წარმომადგენლებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

რუსეთის ქალაქ ასტრახანში გვარდიის მებრძოლებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, – ამის შესახებ გამოცემა Amaq–ი იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ამ დაჯგუფების წევრებმა 4 აპრილს ორი გვარდიელი მოკლეს, ხოლო 6 აპრილს გვარდიის მებრძოლებს ცეცხლი გაუხსნეს და სამი მათგანი დაჭრეს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 4 აპრილის და 6 აპრილს მომხდარი თავდასხმის ყველა მონაწილე ლიკვიდირებულია. მათ წინააღმდეგ სპეცოპერაცია რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები