თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სირიის იდლიბის პროვინციაში მომწამლავი ნივთიერება ზარინი გამოიყენეს

სირიის იდლიბის პროვინციაში დაბომბვის დროს მომწამლავი ნივთიერება ზარინი გამოიყენებოდა. ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ბექირ ბოზდაგმა განაცხადა. მისი თქმით, ასეთი დასკვნა ექსპერტიზამ გვამების გაკვეთის შემდეგ გამოიტანა.
„დაღუპულთა გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ იდლიბში ქიმიური იარაღი ყო გამოყენებული“, – განაცხადა ბოზდაგმა.
მისივე თქმით, ეს ნერვულ–პარალიტიკური გაზი ზარინი იყო.
ცნობისთვის, სირიაში იდლიბის პროვინციაში, რომელსაც ოპოზიციური შენაერთები აკონტროლებენ, სამშაბათს მომხდარი დაბომბვის დროს, ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 72 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები.
მომხდარის გამო, აშშ სირიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს. სირიის ხელისუფლება და მისი მოკავშირე რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს უარყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები