სანკტ-პეტერბურგში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

სანკტ-პეტერბურგის ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც კედელი ჩამოიშალა. ადგილზე მისულები არიან სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, კედლის ნანგრევებმა შენობასთან მდგარი რამდენიმე ავტომობილი დააზიანა.
ადგილობრივები იუწყებიან, რომ კედლის ჩამონგრევამდე მათ აფეთქების ხმა გაიგეს და კვამლი დაინახეს.
ცნობისთვის, დღესვე, სანკტ-პეტერბურგის ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში გამნაღმველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. მომხდართან დაკავშირებით, რამდენიმე პირია დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ სანკტ–პეტერბურგის მეტროში 3 აპრილს ტერაქტი მოხდა. 14 ადამიანი დაიღუპა და 50–ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები