ევროკავშირმა ჩრდილოეთ კორეას დამატებითი სანქციები დაუწესა

ევროკავშირის საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. ეს გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ფხენიანის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციის გაგრძელება იქნება. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი“ იუწყება.
„აკრძალული იქნება ჩრდილოეთ კორეის ახალ დარგებში ინვესტიციების განხორციელება. ეს შეეხება შეიარაღებასთან დაკავშირებულ მრეწველობას, მეტალურგიას და ავიაკოსმოსურ დარგს“, – წერია ევროკავშირის განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ არაერთ რეზოლუციას არევს და მისი ქმედება რეგიონის და მსოფლიოს სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
ევროკავშირის მოუწოდებს ფხენიანს, უარი თქვას ბირთვული იარაღის და ბალისტიკური რაკეტების შექმნის პროგრამაზე და საერთაშორისო თანამეგობრობასთან დიალოგი აღადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები