„ისლამური სახელმწიფოს“ “ბოევიკებმა” მოსულთან ვერტმფრენი ჩამოაგდეს – ორი პილოტი დაიღუპა

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყის ქალაქ მოსულთან სამთავრობო ძალების ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რასაც ორი პილოტი ემსხვერპლა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ვერტმფრენი მოსულში შეიარაღებული ძალების და პოლიციის მიერ მიმდინარე ოპერაციის მხარდაჭერას ჰაერიდან ახორციელებდა. ეს პირველი საჰაერო აპარატია, რომელიც ისლამისტებმა მოსულში ჩამოაგდეს მას შემდეგ, რაც იქ გასული წლის ოქტომბერში ოპერაცია დაიწყო.
ამჟამად მძიმე ბრძოლები მოსულის დასავლეთ ნაწილში გრძელდება, რომელსაც ჯერ კიდევ „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები