აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიიღო. ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრისას, პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს ელჩს მისიის დაწყება მიულოცა.
დავით ბაქრაძემ ამერიკის პრეზიდენტთან საუბრისას, ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
დონალდ ტრამპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.