რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის ერთ-ერთი სოფლიდან მამა-შვილი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მცხოვრებლები, მამა-შვილი როგავები გაიტაცეს.
არსებული ინფორმაციით, მამა-შვილი იარაღის მუქარით იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი მდინარე ენგურში დაკარგულ ცხენს ეძებდნენ.
მამა-შვილი სავარაუდოდ, გალის ე.წ. იზოლატორში იმყოფება.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებითა დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და დაკავებულების გასათავისუფლებლად მიმდინარეობს მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები