როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – მოკლევადიანი პროგნოზი

 საქართველოში, უახლოესი 5 დღის განმავლობაში, ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა საქართველოს დაბლობსა და ბარში დღისით 19-24 გრადუსი იქნება, მთაში – 18-23 გრადუსი. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ დღისით თბილი და მზიანი ამინდი შენარჩუნდება, დღის ბოლოს კი ზოგიერთ რაიონში შესაძლოა, იყოს ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით.
საქართველოს დედაქალაქში ხვალ მზიანი ამინდი იქნება. დღისით ტემპერატურა 22 გრადუსამდე დათბება. თუმცა, დღის ბოლოს შესაძლებელია, ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით.
8 აპრილს საქართველოს უმეტეს რაიონში დღის ბოლოს იწვიმებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17-22 გრადუსი იქნება. თბილისში დღის ბოლოს ასევე შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20 გრადუსი იქნება.
9 აპრილს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება, რის გამოც ტემპერატურა დაიკლებს.
ქვეყნის უმეტეს რაიონში იწვიმებს. იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარეც 10-15 მეტრი წამში იქნება, დროგამოშვებით კი – 20-25 მეტრი წამში.
თბილისში დღის ბოლოს ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსია მოსალოდნელი.
10 აპრილს ნალექის ინტენსივობა შესუსტდება, თუმცა შედარებით დაბალი ტემპერატურა 11 აპრილსაც შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები