ნინო დარასელი: გუკას გათავისუფლება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ “ცენტრ პოინტის” საქმეები დაიძრას

“გუკას გათავისუფლება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ “ცენტრ პოინტის” საქმეები დაიძრას და დაზარალებულებმა სახლებში შესვლა დაიწყონ”, – ამის შესახებ „ცენტრ-პოინტის“ საქმეში ბრალდებულის დეიდაშვილმა, ნინო დარასელმა გლდანის N 8 საპყრობილესთან განაცხადა.
მისივე თქმით, გურამ რჩეულიშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, ვინაიდან მას 9-თვიანი პატიმრობის ვადა ეწურებოდა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ერთი ოჯახის წევრი მაინც იქნება თავისუფლებაზე, თან ვახოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის და მიხარია, რომ მისი შვილი მის გვერდით იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ იმ საქმეების წინ წაწევას, რომელიც ამ საქმესთანაა დაკავშირებული. თავს უფრო ძლიერად ვიგრძნობ.
რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას, არაფერზე აღარ მინდა საუბარი, რა იყო სწორი და რა არა. მთავარია, საქმე დაიძრას და რაღაც სინათლე გამოჩნდეს გვირაბის ბოლოს. მიხარია, რომ გუკა გამოვა და ნახავს, რომ გისოსებს მიღმა გაზაფხულია”, – განაცხადა დარასელმა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ გურამ რჩეულიშვილი 30-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გურამ რჩეულიშვილს ასევე, დაევალა, ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები