მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს

ნამდვილად შეიძლება იყოს ამ პარლამენტის წევრი ამაყი – ჩვენ ამ კანონს ვიღებთ და ვუფრთხილდებით ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს. – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვისას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მდინარაძემ კოლეგებს აღნიშნული კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ნამდვილად შეიძლება იყოს ამ პარლამენტის წევრი ამაყი – ჩვენ ამ კანონს ვიღებთ და ვუფრთხილდებით ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის თითოეული წევრის სიცოცხლეს, ისევე როგორც, ამავე პათოსით შეგვიძლია ვილაპარაკოთ საგზაო უსაფრთხოების ნორმებზე, რომელსაც მივიღებთ და აქაც ჩვენ ადამიანების სიცოცხლეს ვუფრთხილდებით. ასევე გვექნება საფუძველი ვილაპარაკოთ ნარკოპოლიტიკაზე, სადაც ჩვენ ლიბერალიზაციას ვაპირებთ კონკრეტული მიმართულებებით მკურნალობასთან მიმართებაში. არის საუბარი და ასევე შესაბამისად მკაცრები ვიქნებით გამსაღებლებთან მიმართებაში და ასევე ვისაუბრებთ, ამავე პათოსით სხვა მრავალ კანონზე, რომელთა მთავარი მიზანი იქნება გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შესაბამისად, ჩვენ წინ გვაქვს ძალიან ბევრი კანონპროექტი და დღეს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ამ კანონის მხარდაჭერისკენ“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები