რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგების ამსახველ ვიდეოებს დადგმულს უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგების ამსახველ ვიდეოებს დადგმულს უწოდებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმოამდგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. „ვიდეოზე ჩანს, რომ ე.წ. თეთრი ჩაფხუტები ძალინ მშვიდად მოქმედებენ, რაც ამ სიტუაციას სრულიად არ შეესაბამება“ – განაცხადა ზახაროვამ.
ასევე, ლავროვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხზე გაეროს უშიშროების  საბჭოში შეტანილი რეზოლუციის პროექტი ძალზე არაპროფესიონალურად არის შედგენილი.
“რეზოლუციის პროექტში წერია, რომ ეს ინციდენტი არის საშინელება. ამასთანავე აღნიშნულია, რომ აუცილებელია იმის დადგენა, ჰქონდა თუ არა ქიმიურ შეტევას ადგილი” – განაცხადა მარია ზახაროვამ. მისი აზრით, რეზოლუციის პროექტი ნაჩქარევად არის შედგენილი.
ცნობისთვის, დრეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღით სამშაბათს განხორციელებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა  შორის 20 ქალი და 17 ბავშვია.
ავიადარტყმა ქალაქ ხან-შეიხუნზე სამშაბათს განხორციელდა. თვითმხილველების განცხადებით, ავიადარტყმის შემდეგ, ხალხი იგუდებოდა.
იდლიბის პროვინციას სირიის ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ. ისინი ავიადარტყმაში რუსეთის ან ბაშარ ასადის ავიაციას ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები