დავით ნარმანია : ელისაშვილის მხრიდან უკუღმაა დანახული ის სიკეთეები, რაც კეთდება

“ეს არის აბსურდი, რაც მან გამოაქვეყნა. ამას არანაირი შეხება არ აქვს რეალობასთან”, -ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია თბილისის ზღვის განვითარების გეგმის თაობაზე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ილუსტრაციას.
ნარმანიას შეფასებით, ის სიკეთეები, რაც დედაქალაქში კეთდება, ელისაშვილის მხრიდან უკუღმაა დანახული.
”თქვენც გეღიმებათ, ხომ ხედავთ? მეც მეღიმება ამასთან დაკავშირებით. ეს არის აბსურდი, რაც მან გამოაქვეყნა. ამას არანაირი შეხება არ აქვს რეალობასთან. ძალიან საინტერესო კვლევა გავაკეთეთ და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მის პრეზენტაციას. როგორც ჩანს, ელისაშვილს არ აწყობს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ჩვენს ქალაქში, ის სიკეთეები, რაც კეთდება, მისი მხრიდან უკუღმა არის, როგორ წესი, დანახული. მე მას ძალიან მკაცრად მოვთხოვ პასუხს, როდესაც დედაქალაქის საკრებულოში მივალ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
​საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე თბილისის ზღვის განვითარების გეგმის ილუსტრაცია გუშინ გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები