თბილისში “ჯიპი” მოქალაქეებს შეეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი

თბილისში მეტროსადგურ სარაჯიშვილთან ავარია მოხდა, რა დროსაც ორი მოქალაქე დაშავდა. ერთი მათგანი, რომელმაც თავის ტრავმა მიიღო, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, ხოლო მეორე მოქალაქემ კლინიკაში გადაყვანაზე უარი თქვა.

არსებული ინფორმაციით, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯიპის ტიპის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ორ მოქალაქეს  დაეჯახა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია საქმე სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები