IRI: 29 პროცენტმა თავის რეგიონში ყველაზე აქტიურ პარტიად “ქართული ოცნება” დაასახელა

IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, კერძოდ, რესპონდენტთა 29 პროცენტმა თავის რეგიონში ყველაზე აქტიურ პარტიად „ქართული ოცნება“ დაასახელა.
ამავე კვლევის თანახმად, რესპოდენტთა 12 პროცენტი აქტიურ პარტიად ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას, 50 პროცენტი კი არცერთს.
კითხვაზე თუ „რომელ პარტიას შეუძლია ყველაზე წარმატებულად გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას“, რესპონდენტთა 13 პროცენტმა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 10 პროცენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 2 პროცენტმა „ევროპული საქართველო“, ხოლო 38 პროცენტმა არც ერთი პარტია არ დაასახელა.
კითხვაზე „შემდეგ კვირას ადგილობრივი არჩევნები რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 26 პროცენტმა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 15 პროცენტმა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 7 პროცენტმა -„ევროპული საქართველო“, 6 პროცენტმა „ლეიბორისტული პარტია“, 4 პროცენტმა – „პატრიოტთა ალიანსი“.
კითხვაზე თუ „რომელ პოლიტიკურ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას“, რესპონდენტთა 27 პროცენტმა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 25 პროცენტმა ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 8 პროცენტმა „დემოკრატიული მოძრაობა“, 8 პროცენტმა „გირჩი“, 7 პროცენტმა „ევროპული საქართველო“, 7 პროცენტმა „პატრიოტთა ალიანსი“, 6 პროცენტმა „ლეიბორისტული პარტია“, 4 პროცენტმა „რესპუბლიკელები“, 3 პროცენტმა „თავისუფალი დემოკრატები“.
IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 1 501 მოქალაქე გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები