ლავროვი ცინიკურს უწოდებს მოსაზრებას, რომ პეტერბურგში მომხდარი ტერაქტი სირიის გამო შურისძიება იყო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცინიკურს უწოდებს მოსაზრებას, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტი სირიის გამო რუსეთზე შურისძიება იყო. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.
„ზოგიერთი მედიასაშუალების მოსაზრება, რომ ტერაქტი იყო სირიის გამო შურისძიება რუსეთზე, ცინიკურია. სამწუხაროა, რომ ეს არ არის უბრალოდ, მედიის მოგონილი ამბავი, არამედ, მსგავსი მოსაზრებები ზოგიერთ პოლიტიკურ მოღვაწესაც მოსდის თავში, მათ შორის პენტაგონის წარმომადგენლების ჩათვლით“, – განაცხადა მინისტრმა.
3 აპრილს სანკტ-პეტერბურგის პეტროპოლიტენის მატარებლის ვაგონში აფეთქება მოხდა. ტერაქტის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები