“ადამიანი 30 და 40 წელი სკოლაში რომ ასწავლის და იმას გამოცდას ჩაუტარებ, არის სირცხვილი”

განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიუღებლად მიაჩნია იმ პედაგოგს გამოცდა ჩააბარებინოს, რომელიც სკოლაში 30-40 წელი მუშაობს.
როგორც მინისტრმა გადაცემაში “მთავარი თამარ ჩიქოვანთან” აღნიშნა, მისთვის ასეთი ფაქტი სირცხვილის ტოლფასია.
“ადამიანი 30 და 40 წელი სკოლაში რომ ასწავლის და იმას გამოცდას ჩაუტარებ, არის სირცხვილი! უნდა შეგრცხვეს! გამოსცადა, ცხოვრებამ გამოსცადა და თაობებმა გამოსცადეს ეს ხალხი. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მეტი პატივისცემა და თანადგომა პედაგოგის მიმართ, მშობლის მიმართ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები