მარტვილში ,,შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში აღებული კრედიტით ფერმერმა მეფრინველეობის ფერმა გააფართოვა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ,,შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში აღებული კრედიტით ფერმერმა როინ გვილავამ მეფრინველეობის ფერმა გააფართოვა და ფრინველის მოშენებისთვის აუცილებელი, თანამდროვე სტანდარტის დანადგარები შეიძინა.
​მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ფერმა 550 კვ.მ. ტერიტორიაზეა გაშენებული. წლიური წარმოება 84 ტონას შეადგენს. წარმოებული პროდუქტის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. მეფრინველეობის ფერმაში ამჟამად 8 ადამიანია დასაქმებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, პროექტების მართვის სააგენტო „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ 2013 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანი იაფი ფულადი სახსრებით ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები