მიხეილ ჯანელიძე სანკტ-პეტერბურგის აფეთქებაზე: საერთაშორისო საზოგადოების მიზანი ტერორიზმის დამარცხება უნდა იყოს

სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა ტერორისტული აქტი საერთო უსაფრთხოებას ზიანს აყენებს.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოების მიზანი ტერორიზმის დამარცხება უნდა იყოს.
„ყველა ტერორისტული აქტი დიდ ზიანს აყენებს საერთო უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა, მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებისკენ. ჩვენ ვგმობთ ყველა ტერორისტულ აქტს და ასეთი ტიპის გამოვლინებაზე საერთაშორისო საზოგადოების მიზანი ტერორიზმის დამარცხება უნდა იყოს“, – განაცხადა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ მეტროში აფეთქება მოხდა. შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, 50 -მდე კი დაშავდა, რომელთაგანაც რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.
სანკტ-პეტერბურგში გლოვის დღეა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები